🥅ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
👥ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
✅ პროექტის შესაბამისად მოეწყობა ლითონის ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგება ხელოვნური საფარი.
🔵 სტადიონის მშენებლობის პროექტს მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
✔️პროექტის განხორციელების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სპორტული მოედანი შეემატება.