ყოველ ჩვენ უბედურებას ზედ და-ერთო ყაჩაღების გამრავლება ჩვენში. ღამე მოსვენიბით ვერ გვძინავს და გზიდან ისე მოგველიან შინ დარჩენილები, როგორც ბრძოლის ველიდან დაბრუნებულს. სენაკიდან ზუგდიდში მიმავალ შარა-გზაზე ეს მეორე ჯერაა დილიჟნები გაძარცვეს. სამ გიორგო-ბისთვეს ღამე ორი დილიჟანი გაძარცვეს, წაიღეს ფულად. 36 მანეთი და ხაბაკები. იმავე ღამეს იმავე გზაზე თერთმეტი მეურმე გაძარცვეს და ბოლოს მედუქნე ჩილავას (ნოჯიხევშია) ესტუმრენ. ჩილავას ჩვენებით, წაართვეს მას საქონელი და 45 მანეთი ფულად. ადგილილობრივ (ხობის) პოლიციამ კვალ და კვალ სდია ყაჩაღებს და გათენებისას ს. ხორგაში სიკოია ხვიჩიას სახლში მოამწყვდია. ასტყდა ორივე მხრით საშინელი სროლა. ყაჩაღების და პოლიციელების ნასროლი ტყვიები სხვა ბევრ მეზობელ სახლებს მოხვდა. რადგანაც ყაჩაღები პოლიციელებზე მეტი აღმოჩნდა, გაქცევა მოახერხეს.
გაზეთი „საქართველო“ 1915 წ.
ინფორმაცია მოიძია ლევან ღვინჯილიამ