ახალი ხიბულის საღვინჯილიოს უბანში გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საღვინჯილიოს უბანში გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 342 ათას ლარს შეადგენს.

იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინაბეტონის მილები, ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება ერთ კილომეტრიანი არხი.

სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება.