საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო






ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.

🎼საზეიმო ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი, კვარტეტი „ხობი“, სამუსიკო სკოლის გუნდი, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო ცეკვის და საესტრადო სიმღერების ჯგუფები წარდგნენ. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ. საღამო დიჯეი OTO-ს კონცერტით გაგრძელდა.

✨ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

💫შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 27 დეკემბერს,  ცენტრალურ პარკში - "ახალი წლის დღეები ხობში", ხოლო 28 დეკემბერს - „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტი გაიმართება.