ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სპორტულ დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი გაიმართა ძიუდოში. შეჯიბრში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 100 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტულ პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონული პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის, „ხობის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.