დღეს, ხვარაზმელთაგან თბილისში წამებული
ასიათასი მოწამის ხსენების დღეა.
ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი ეწვია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსას, სადაც
წარმატებით დასრულდა ასიათასი მოწამის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
მეუფე გრიგოლმა აღასრულა საგანგებოდ ამ ტაძრისთვის ჩამოსხმული ჯვრებისა და ზარების კურთხევა და დღესვე განთავსდა ისინი ტაძარსა და სამრეკლოზე, რათა მოუხმოს მრევლს და ეს ადგილი აქციოს სოფლის მლოცველთა მთავარი მიზიდულობის ცენტრად.
ტაძარზე აღმართულმა კაცთა მოდგმის გამოხსნის სიმბოლომ და სამრეკლოდან ზარების რეკვის ხმამ სოფელს ახალი სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა.
14 ნოემბერს აღესრულება სოფელ თორსის ასიათასი მოწამის ეკლესიის კურთხევა:
08:30 - ცისკრის მსახურება;
10:00 - ტაძრის კურთხევა;
11:00 - შესრულდება საღმრთო ლიტურგია;
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)