ფესტივალი „სპორტი ყველასათვის“ ხობი 2024



ქალაქ ხობში ტრადიციული სპორტული ფესტივალი "სპორტი ყველასათვის"- მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენში გაიმართა. ორდღიან ტურნირში 2011-2014 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა  და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,  ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.