ხობელი მშენებლები: დურუ ცხადაია, ნოდარ გერგაია, აპოლონ ცხადაია, არსენ სარჩიმელია, ეფრემ გაბისონია ხუტა ბერაიას ხელმძღვანელობით (1976 წ.)

 


ყველაზე დიდი გამოცდა მდინარე ხობისწყალზე 110 მეტრი სიგრძის კაპიტალური ხიდის აგება იყო, რომელსაც ხობი-ხიბულის გზის მოასფალტება მოჰყვა, ამით ჩხოროწყუს რაიონი უმოკლეს გზით ხობსა და ფოთს დაუკავშირდა.

ხობელმა მშენებლებმა სხვა რაიონებისა და ქალაქ ფოთის მკვიდრთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს. მაგალითად, აბაშელებს აუგეს ბანკისა და შემნახველი სალაროს შენობა, აშენებენ მეცხოველეობის ერთ-ერთ უდიდეს სასუქ კომპლექსს. ფოთში ააგეს პროფტე- ქნიკური სასწავლებლის შენობა, გემთ-შემკეთებელი და ჰიდრომექანიზაციის ქარხნების მუშა-მოსამსახურეთათვის აგებენ საცხოვრებელ სახლებს.


წყარო: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/297012/1/Drosha_1976_N12.pdf