ჩინეთში მოღვაწე ხობელი ხელოვანები ვაჟა ბუკია და გიორგი გაბისონია:
„ვმუშაობთ თეატრში, სადაც გაკეთდა შოუ ჩინეთის ისტორიაზე და აბრეშუმის გზაზე, რომელიც ამ ქალაქიდან (ლანჯოუში) იწყება. პირველი უცხოელები ვართ, რომლებიც ასეთ ისტორიულ შოუში მოგვიწვიეს და ჩვენი ქართული ცეკვების ელემენტებით ძალიან მოიხიბლნენ. მოეწონათ ჩვენი ცეკვა და პროფესიონალიზმი. გააკეთეს ცეკვა რომელშიც მე და გიორგი მთავარ როლში ვართ და ჩვენზეა ცეკვა აწყობილი. ამ თეატრს სხვადასხვა ქალაქში აქვს გასტროლები და ამ თეატრის მუზეუმი, სადაც წარდგენილია ჩვენი სურათები“.
#წარმატებულიხობელები
ვაჟა ბუკია
გიორგი გაბისონია