ახალსოფელში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

 

🔹ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.


🔹რეაბილიტირებული სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

🔹პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე, განათების სისტემა და სკამები. 

🔹სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 104 500 ლარი შეადგინა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.