ჩვენში სიმიდი გვალვებისა გამო ძალიან გვიან, თიბათვის შუა რიცხვებში, დაითესა, მაგრამ აქაური მდიდარი ბუნების წყალობით მალე მშვენიერი პირი იჩინა: 25 აგვისტოსათვის დატაროვდა და დაფოჩვდა და მუშა ხალხის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა მაგრამ მხიარულება მალე მწუხარებათ გადაექცა საწყალ გლეხ-კაცს: მისდა საუბედუროდ დაფოჩვებულ ტაროებს რაღაც შავი მატლი გაუჩნდა. მატლი ჩნდება შიგ ნაქურჩელაში; ჯერ მოსჭამს ფოჩეებს და მერე მუსრს ავლებს, სიმინდის მარცვლებსაც. 5 სეკტემბერის წყალდიდობამ გააორკეცა ეგ უბედურება. 1 სეკტემბერს, ღამის 12 საათი იქნებოდა, კოკის პირული წვიმა დაუშინა; 4 დღე თითქმის განუწყვეტლივ დღე და ღამე იწვიმა ნიაღვარებისაგან მინდვრებში გამდგარი და იყო ტბა-მორევი. ადიდდა მდინარეები და ნაპირებიდან გადვიდნენ; მდ. ხობი მოვარდა გაშმაგებული, აქაური წყალიც მიიმიტა და არე-მარე და ჭირნახული წალეკა და გაანადგურა. უბედურობა ის არის, რომ სახნავ-სათესი ადგილებიც თავის კალაპოტში ჩაიყოლია.
„ცნობის ფურცელი“ N313, 1897 წ.