ხობში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ჩემთვის პატივსაცემ ადამიანებს შევხვდი.

ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მათი ჩართულობის აუცილებლობაზე, იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით განაგრძოს წინსვლა და განვითარება.

მჯერა, ჩემი ხობელების მიერ გამოხატული დიდი მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას, რომელიც უპირველესად ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის
შენარჩუნების გარანტია იქნება.
მხოლოდ
მშვიდობით
ღირსებით
კეთილდღეობით
ევროპისკენ!