ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართული ხელოვნების კვირეული ოფიციალურად დასრულდა

 

    15-23 ოქტომბერს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, ხელოვნების კვირეული მოეწყო,  ნებისმიერ მსურველს  შესაძლებლობა ჰქონდა  დაეთვალიერებინა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგთა ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის შეიქმნა. 
    18 ოქტომბერს,  გამოფენამ დროებით ხობის კულტურის სასახლის დიდ ფოიეში გადაინაცვლა, სადაც  სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ ჩატარდა.
    ხელოვნების კვირეული ოფიციალურად დასრულდა 23   ოქტომბერს და მასში მონაწილე მასწავლებლებს სერთიფიკატები  გადაეცათ .