🤼♂️ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სპორტის ოსტატისა და დამსახურებული მწვრთნელის, რომან გულიაშვილის სახელობის რეგიონული ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
🏆შეჯიბრებაში 110-ზე მეტი ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი მოჭიდავეები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
👥სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ დირექტორი კობა კილაძე ესწრებოდნენ.
➡️რეგიონული პირველობა „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.