საქართთველოსა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას, ქ.ხობის საზოგადოებას ღვაწლმოსილი მეცნიერი, ღირსეული მამულიშვილი გამოაკლდა.
93 წლის ასაკში გარდაიცვალა, გურამ ერასტის ძე მურღულია.
აფხაზეთის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკა-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ მურღულია დაიბადა 1931 წელს, ქ. ხობში.
,,... ბავშვობაში, ჭალაში, ბურთის თამაშით გულს, რომ ვიჯერებდით, გაოფლილი ბიჭები მდინარე ხობისწყალს მივაშურებდით, გასაგრილებლად. იქ კამეჩებზე შევსხდებოდით და მდინარეს რამდენჯერმე გადავცურავდით. ჩემთან იყვნენ ჩემი თანატოლი ბიჭები ნოდარი და ჟორჟი თათარიშვილები, ვენია ცხადაია და სხვები. ისინი იყვნენ ჩემი ბავშვობის, სიყრმის წლების მეგობრები.მოგონებები, რომლებიც არასდროს არ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან და დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით ვიხსენებ"-გვიყვება ბატონი გურამი თავის მოგობებებში.
საშუალო სკოლა წარმატებით დაამთავრა 1950 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1955 წელს. ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა. იმ დროინდელ საქართველოში ერთეულები ირიცხებოდნენ მოსკოვოს უნივერსიტეტებში. ამაზე იწერებოდა გაზეთებში, რომ ,,მჭედელი ერასტი მურღულიას შვილი მოსკოვის უნივეტსიტეტში ჩაირიცხაო".
1956-1958 წ.წ. მუშაობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (ქ.კიევი) მეცნიერ თანამშრომლად. ხოლო 1959-1982წ.წ. მუშაობდა სოხუმის ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის იბსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობას, ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის აქტუალურ პრობლემებზე. იმავე წლებში შეთავსებით მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, დოცენტის თანამდებობაზე
1989-2009 წ.წ. ბატონი გურამი მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგედ. 1997 წელს დაიცვა სადიქტორო დისერტაცია. 2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისთვის დაჯილდოვებულია თბილისის უნივერსიტეტის ივ.ჯავახიშვილის სახელობის მედლით, საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელებით. გამოქვეყნებილი აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 10-მდე მეთოდური მითითებები და სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.
ბატონი გურამი, იყო აფხაზეთის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების ხელმძღვანელი. 2009 წლიდან მინიჭებული აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემირიტუსის (დამსახურებულის) სტატუსი.
ბატონ გურამის ჰყავს მეუღლე-მადონა ჯოჯუა, შვილები მაია და თენგო მურღულიები, 3 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, ადამიანური თვისებები, რომლებიც ამშვენებდა ბატონი გურამის პიროვნებას. ის, იყო საოცრად თბილი, მოყვასის მოყვარული, ინტელექტით სავსე, სამშობლოზე, აფხაზეთზე და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი.
ჩემი დიდი პატივისცემა თქვენს სპეტაკ სულს, ბატონო გურამ.
სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმან, ხოლო ნათესავმან მისმან იხაროს ორსავ სოფელსა შინა.
ნოზანა თათარიშვილი
#ხობელთახსოვნა