ლევან ჭოჭუას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

1 ოქტომბერს, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.

 ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ყულევი გავიდა. 

ფინალურ მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.

სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.