29 სექტემბერს ქ. ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მკლავჭიდში EAST vs WEST, როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ მკლავჭიდელთა შორის, სადაც ა(ი)პ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმაც იასპარეზეს.
მოყვარულებს შორის ჩემპიონი გახდა დათა რუხაძე (მარცხენა მკლავი, 70 კგ.), ხოლო 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) ვერცხლის მედალს დაეუფლა მაქსიმე გვაზავა.
პროფესიონალთა შორის ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა საბა დანელიამ (მარჯვენა-მარცხენა მკლავი, 65 კგ.); ხოლო გოგა დანელია ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ამავე წონაში.
საერთო ჯამში ხობელებმა გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები, შესაბამისი ხარისხის დიპლომები, საკვები დანამატები და ფულადი ვაუჩერები.