ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აკურთხა.
ღვთისმსახურებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. ტაძარს 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
30 სექტემბერი, 2024 წელი.
დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში გაიმართა მე-19 საუკუნეში ნაგები ტაძრის ენკენიობა.
ტაძრის კურთხევის მსახურება აღასრულა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, ყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
დიდება და მადლობა ყოვლადმოწყალე ღმერთს და ამ სოფლის მკვიდრთ, რამეთუ სწორედ მათი ძალისხმევით მოხერხდა მე-19 საუკუნეში წინაპართაგან ნაშენები წმიდა დიდმოწამე გიორგის ტაძრის აღდგენა, რომელიც 1923 წელს დაიხურა და დღეისთვის სრული განადგურების პირას იმყოფებოდა.
მეუფე გრიგოლის კურთხევით ამ ტაძარში შაბათობით შესრულდება საღმრთო ლიტურგია.
ამ სამრევლოზე ზრუნვა დაევალა ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს - მღვდელ მირიან ბაძაღუას.
https://www.facebook.com/share/p/uEYcvgYNYA6bCixh/?mibextid=xfxF2i