დიდი საოპერო მომღერალი ელენა ობრაზცოვა ხობში.




2007 წელი ხობის საერთაშორისო ფესტივალი ,,სიმღერა სამეგრელოზე"
(ზურაბ სოტკილავას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტის საპატიო სტუმარი, რომლის ფარგლებში შეასრულა ლიბრეტო ცნობილი საოპერო არია ,,კარმენიდან,, და თავის სიტყვაში დასძინა: ,,ხობში დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, ვისურვებდი ჩემი იუბილეც აქ თქვენთან გადავიხადო"
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ელენა ობრაზცოვა მსოფლიოში კარმენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი იყო. 1975 წელს ოპერა „კარმენის“ 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ესპანეთში ობრაზცოვა მსოფლიოში კარმენის პარტიის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს.
ობრაზცოვას რეპერტუარში სლასიკური და თანამედროვე ოპერების 86 პარტია, რუსული სახალხო სიმღერები, ძველებური რომანსები და ჯაზური კომპოზიციები იყო.
საოპერო მომღერალი ელენა ობრაზცოვა 75 წლის ასაკში გერმანიაში 2015 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა.