რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

 

დღეს, შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული და რამაზ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდი გახდა, მეორე ადგილი “შავი ზღვის ტერმინალმა” დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე “სოკარის” გუნდი გავიდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.