ფოთის ახლოს სოფელ ჭალადიდში მიწის გრგვინვამ ერთს ადგილას გააპო მიწა 200 საჟენის სიგრძეზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და გაპობილ მიწიდამ ამოდიოდა წყალი და ქვიშაო. გარდა ამისა რიონის ნაპირებიც ოთხის ვერსტის მანძილზე გასკდა და იქაც წყალი და ქვიშა ამოდიოდაო. ეს გახეთქილი ადგილები ისევ ამოვსილია ასე, რომ ეხლა აღარ ეტყობაო. ჭალადიდის ეკლესია ისე შეანძრია თურმე, რომ ფანჯრის შუშები ჩამტვრეულა და საბოლე მილები ჩამოუქცევია. ეკლესია ხისა ყოფილა. ქუთაისშიაც ვიგრძენით მიწის-ძვრა, მაგრამ აქ უფრო სუსტი იყოვო.
„ივერია“ N144, 1887 წ.