მერი თორსა-დღვაბაში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

 


🚧ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება.

👥თორსა-დღვაბა-ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 3,9 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო.

✅თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილი სრულად ამორტიზირებული იყო, მოქალაქეებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ და გზა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

👉 საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 3,254,000 ლარზე მეტია. ადგილობრივი მოსახლეობის ინიიციატივით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.