სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა

 


🔷ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა. 

  🔷  ,,ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ფიტნეს დარბაზისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ დაათვალიერეს. 

   🏋🏻ფიტნეს ცენტრის დარბაზისთვის 33 დასახელების, 116670 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით იქნა შეძენილი. 

   🔵 სპორტული სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ ბილიკებს, ჰორიზონტალურ და რეგულირებად ველოსიპედებს, სმიტის დანადგარებს, მრავალფუნქციურ, სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორებს, პრესის სკამებს, შტანგის საწოლებს, ოლიმპიურ ღერძებს და ჰანტელებს.

  🔊🥊 🏋🏻‍♂️ ფიტნეს დარბაზი  ფუნქციონირებას  სექტემბერში  დაიწყებს.