🏆⚽პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
💥ტურნირის გამარჯვებული ხობის „კოლხეთი“ გახდა, მეორე ადგილი ზუგდიდის „ბაიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე სამტრედიის საფეხბურთო სკოლის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი გავიდა.
🔹ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სუვენირებით დაჯილდოვდნენ.
⚽საფეხბურთო პირველობაში ხობის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, ხონის და სამტრედიის საფეხბურთო სკოლების ნორჩი ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ.
👥სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✅ ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.