ჭალადიდში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა

 

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  გაეცნენ.

პროექტის შესაბამისად დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ ლარზე მეტია.  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  ხორციელდება.