იორდანიის დედაქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 17-წლამდელთა შორის ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვულოცავთ ხობელ ფალავანს, მის მწვრთნელებს და გულშემატკივრებს მსოფლიო პირველობაზე მოპოვებულ წარმატებას!