ხობში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 


⏺️საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხობის, სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

💧წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის, ქვემო ქვალონის, პატარა ფოთის, შავღელეს, ახალსოფლის, საგვიჩიოს, ყულევის, შუა ქვალონის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები  განხორციელდება.

👥 ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია გაეცნო.

👉პროექტის განხორციელების შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.