2 აგვისტოს, საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ტურნირში ხობის „ჭალეს“, ფოთის „ჭაბონამას“, ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულების, ქობულეთის, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის საარტილერიო ბრიგადის, თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკის სამსახურის და ეროვნული გვარდიის ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ.
მემორიალური პირველობის ფინალში ფოთის „ჭაბონამამ“
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი დაამარცხა და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლა.
სპორტულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი, კობა გრიგოლია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, კობა შუბითიძის ძმასთან, პოლკოვნიკ პაატა შუბითიძესთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.