კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა

 


🎹საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში - ,,სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება’’ გამარჯვებულ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს’’ აკუსტიკური და ციფრული პიანინო გადაეცა.

⏺️კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადმოცემული აკუსტიკური პიანინოს ღირებულება 15000 ლარია, ხოლო ციფრული პიანინოსი - 4800 ლარი.



✅პროექტის მიზანს უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება, საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფის და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.