ხობელმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვეს

🇬🇪✊მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ  კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს.

🥇🥈🥉ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა საბა დანელია (მარჯვენა მკლავით), ხოლო მარცხენა მკლავით ვერცხლის მედალი მოიპოვა. საბა დანელიამ, ასევე წარმატებით იასპარეზა უფროსი ასაკის კატეგორიაში, სადაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

🥈მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი ბუსქანძე (კადეტებში) და მერაბ გვალია (იუნიორებში).

🥈🥉უფროსების კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა დათუნა ჟიშკარიანი, მან ასევე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარცხენა მკლავით.

🔹გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის  საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, კობა თუთბერიძემ და მწვრთნელმა გოგა დანელიამ მოამზადეს.

👉თითოეულ სპორტსმენს და მწვრთნელებს „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამით“ გათვალისწინებული ფულადი ჯილდო პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

💥ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელებს ულოცავს მსოფლიო პირველობაზე წარმატებით ასპარეზობას!

🇬🇪✊მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ  ჩიშინაუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს.