ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 104 548 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს მინი სტადიონის რეაბილიტაცია შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)