ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური სამელიორაციო - ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქარიატაში მდინარე ცივის ნაპირზე მიწაყრილის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა და წყალშემკრები არხების სრული რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
მიმდინარე წელს, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალთან ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნული პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.