მდ. ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) გაედინება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ერთვის მდ. ხობისწყალს და წარმოადგენს მის მარჯვენა შენაკადს. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღ. დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე. მდ. ჭანისწყლის სათავეს ქმნის პატარა მდ. წენწყარი. მდ. ჭანისწყლის სიგრძე 63 კმ-ია, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის ნადნობი და მიწისქვეშა წყლებით. მდინარეს წყალდიდობა გაზაფხულზე (უმთავრესად, თოვლის დნობის წყლით), ხოლო წყალმცირობა ზამთარში ახასიათებს. მდინარის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,5 მ³/წმ-ია.
მდ. ჭანისწყლის შუა და ქვემო დინაების ფარგლებში წარმოდგენილია ოროგრაფიული ერთეული - ხიბულის სერი, რომლის აბსოლუტური სიმაღლე 100-130 მ დიაპაზონში მერყეობს. ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადია მდ. ინწრა, ხოლო მარცხენა - მდ. აბანოსღელე. აქვე, ხეობაში მდებარეობს სამკურნალო მინერალური წყალი სქური - ში, ჩლ, ა, შემადგენლობით. მდ. ჭანისწყალის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე - სკურის ციხე.
მდ. ჭანისწყლის შესახებ თავისი მოგზაურობის შესახებ ცნობები მოთხრობილი აქვს იტალიელ მისიონერს - არქანჯელო ლამბერტის, რომლის წიგნი 1654 წელს ქ. ნეაპოლში დაიბეჭდა. მოგზაური და მისიონერი წერს „ ...მდინარეს მკვიდრნი უწოდებენ ჭანისწყალს და რუკებზეც კი იწერება - ჩიანეო. ეს მდინარე მიერთვის ხოფს (მდ. ხობი)“. ჭანისწყლის სახელწოდებას ა. ლამბერტი მიაწერს შემდეგ ფაქტს: „...მასთან (ანუ მდინარესთან) მოდის სავაჭროდ პატარა ნავებით მეზობელი ხალხი, რომლებიც თავიანთ თავს ჭანებს უწოდებენ“. ამიტომაც დაერქვაო მდინარეს ეს სახელი.
ჭანისწყალის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალენჯიხა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან არის 14.5 მ³/წმ. მდინარის აუზის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებს ქვიშაქვები, თიხაფიქლები, მერგელები და კირქვები, რომლებიც გადაფარულია ადვილად შლადი თიხნარი ნიადაგებით. მდინარის აუზი სათავეში დაფარულია მეჩხერი ფოთლოვანი ტყით და ბუჩქნარით, ქვემოთ კი თითქმის მთლიანად ათვისებულია სასოფლო სამეურნეო კულტურებით. სათავიდან სოფელ მედანამდე მდინარის ხეობა ეროზიული, V-ს ფორმისაა. სოფელ მედანას ქვემოთ შესართავამდე ხეობა ტრაპეციულ ფორმას იძენს. ტრაპეციული ხეობის ფორმებში მდინარეს გააჩნია ორმხრივი ტერასები, რომელთა სიგანე იცვლება 600-700 მდან 1-1.2 კმ-მდე (შესართავის მახლობლად). ტერასები დაფარულია თიხნარი ნიადაგით და ათვისებულია სასოფლო სამეურნეო კულტურებით. მდინარის ჭალა ჩნდება სოფ. მედანის ქვემოთ. აქ მისი სიგანე 20-50 მ-ია. ქვემოთ, შესართავისკენ იგი ფართოვდება. მის ზედაპირზე ქვიშა-ხრეშია მოფენილი, ცალკეულ ადგილებზე ჭალა დაფარულია დაბალი ბუჩქნარით. წყალმოვარდნის პერიოდში კი ივსება 0.3-1.0 მ. სიმაღლის წყლის ფენით. 39 მდინარის კალაპოტი ზომიერად კლაკნილი და დატოტვილია. ნაკადის სათავეში ძალზედ ჩქარი და ხმაურიანია. ამ მონაკვეთში ჩქერები ცვლიან ერთმანეთს. ქვემოთ მდინარის ნაკადი შედარებით მშვიდია, ჩქერები და მდინარის ფონების მონაკვეთები მონაცვლეობენ ყოველ 150-200 მეტრში. ნაკადის სიგანე იცვლება 3 მ-დან (სოფ.სკურთან) 25 მეტრამდე (შუა და ქვემო დინებაში), სიჩქარე 1.2მ/წმ-დან 0.3-0.5 მ/წმ-მდე, ხოლო სიღრმე 0.3-0.5 მ-დან იცვლება 0.8-1.5 მეტრამდე. მდინარე მიეკუთვნება შავიზღვისპირა მდინარეების კლასს, რომლებიც ხასიათდებიან წყალმოვარდნებით მთელი წლის განმავლობაში. წყალდიდობა, რომელიც გამოწვეულია სეზონური თოვლის დნობით, არამკაფიოდ აღინიშნება მდინარის სათავეებში. მდინარის შუა და ქვემო დონეებში ადგილი აქვს წვიმებით გამოწვეულ წყალმოვარდნებს. აღნიშნული მოვლენა იწვევს მიმდებარე სოფლებისა თუ სახნავ-სათესი მიწების დატბორვას. მდინარე ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლით. თოვლის მდნარი და გრუნტის წყლები მდინარის საზრდოობაში უმინშვნელო როლს ასრულებენ. მდინარის ძირითადი ჩამონადენი აღინიშნება გაზაფხულზე, როდესაც ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 34%, ზაფხულში ჩამოედინება 29%, შემოდგომაზე 22% და ზამთარში 15%. მდინარეზე 40 ყინულოვანი მოვლენები აღინიშნება მხოლოდ სათავეებში, ქვემოთ იგი დაბინძურებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. მდინარე სამეურნეო საქმიანობისთვის არ გამოიყენება.
მდ. ჭანისწყლის შესახებ წერს ვახუშტი ბაგრატიონი - ...დის ჭანისწყალი, წოდებული წალენჯიხის გამო. გამოსდის მასვე კავკასსა და დის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, და მიერთვის შავ ზღვას ხოფს. ამ მდინარის ჩრდილოეთით კერძოთ, ზღვის კიდეზე არის ხოფი. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, კეთილშენი და შემკული აქ ეკლესიასა შინა მსვენვარებს პერანგი ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა, სასწაულმოქმედი. ამ წყალზედ, ჩრდილოს კიდესაზედა და ხოფს ზეით, არს ეკლესიაჩაისს, დიდი, გუნბათიანი კეთილმშენი და შემკული. ზის ეპისკოპოსი. (გვ. 168)
მელორ ალფენიძე
გეოგრაფიული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი