ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნო.
მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს, ხამისკურის და ნოჯიხევის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად რეაბილიტირდება სამი ბაღი, მოეწყობა სათამაშო მოედნები, აღიჭურვება ინვენტარით, ხოლო ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტების განხორციელების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტს სამი, სრულად რეაბილიტირებული და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაღი შეემატება, სადაც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.