სოფელ საკვიკვინიოში ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 37482 ლარია, ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე ხორციელდება.
პროექტების განხორციელების შედეგად, წყალდიდობის დროს მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო და სახნავი მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი, ხოლო გზის სავალი ნაწილი არ ჩამოირეცხება.
სამშენებლო სამუშაოებს მერიის დაკვეთით შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.