მერიის საკონფერენციო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
მერმა დავით ბუკიამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს, ხობის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტის (პროექტი) ძირითადი მიზნები, ამოცანები და მაჩვენებლები გააცნო.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მერმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების ერთობლიობას, რომლის შესაბამისადაც ხობის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უზრუნველყოფს, მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვას 2030 წლამდე.
დოკუმენტზე მუშაობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით მიმდინარეობს.