ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნაფოშტუში, საუბნო გზის გასწვრივ ბეტონის საყრდენი კედლის და არხის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 33866 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების შედეგად სანიაღვრე არხის გამტარიანობა გაიზრდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთები არ დაიტბორება.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა.