ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო, 2004 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში.
ტურნირის გახსნის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი, კობა გრიგოლია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბერაია, კობა შუბითიძის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირში მონაწილეობენ: ხობის „ჭალეს“, ფოთის „ჭაბონამას“, ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულების, ქობულეთის, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის საარტილერიო ბრიგადის, თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკის სამსახურის და ეროვნული გვარდიის ფეხბურთელთა გუნდები.
მემორიალური ტურნირის ფინალი, 2 აგვისტოს, საგვიჩიოს სტადიონზე გაიმართება.