„ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, მკლავჭიდის და ტაეკვონდოს ჯგუფებისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ დაათვალიერეს.
სპორტული ინვენტარი მოიცავს: საჭიდაო „ჩუჩელებს“, ბაგირებს, ჭიდაობის ხალიჩებს, კრივის ოლიმპიურ რინგს, კრივის ტომრებს, შვედურ კედელს, ძალოსნობის შტანგას, მკლავჭიდის მაგიდებს, ტაეკვონდოს ტატამს, მულტიფუნქციურ სავარჯიშო სკამს.