აღარც
სანთლები ჩამოღვენთილი,
აღარც
ამბოხი მქუხარ ზარების.
სიჩუმე
დადის მამაღმერთივით
და ლოცვის ხმებით არ
იბზარები.
ფრესკები, გულში სევდას მალავენ
და შეკრთომიათ ოდნავ ფერები,
ბებერ მღვდელივით ტაძრის გალავანს
ჩამოუშვია სუროს წვერები.
საუკუნეთა ბურუსში ვხედავ,
რომ წინაპრები ლანდად დადიან
დამოკრძალებით სალამს ვუბედავ
შერგილს, ნათელას, ცოტნე დადიანს.
და შეკრთომიათ ოდნავ ფერები,
ბებერ მღვდელივით ტაძრის გალავანს
ჩამოუშვია სუროს წვერები.
საუკუნეთა ბურუსში ვხედავ,
რომ წინაპრები ლანდად დადიან
დამოკრძალებით სალამს ვუბედავ
შერგილს, ნათელას, ცოტნე დადიანს.
და გულის ჯამი ლხენით
მევსება,
სულში ღვივდება სიმღერის
კერა,
ვინ იცის, იქნებ ტაძრის
ფრესკებმა
თვითონ თამარის მიიპყრას
მზერა,
ან იქნებ მისი თვალთა
ხანძარი
ამ მიდამოებს უცვლიდა
ფერთა...
მომავლის დღეებს დამზერს
ტაძარი,
მემატიანე გარდასულ
დღეთა.
ავტორი: ტიტე მოსია 1968 წელი