მურმან
სპირიდონის ძე ბაბილუა დაიბადა 1955 წლის 23 დეკემბერს ქალაქ ცხაკაიაში (ამჟამინდელი
სენაკი).
1960 წელს ოჯახი საცხოვრებლად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალაქ სოხუმში გადავიდა.
1973 წელს დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა.
1974-1976 წლებში მსახურობდა სამჭოთა
არმიის რიგებში.
1977 წელს ჩაირიცხა ჩელიაბინსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა
1983 წელს. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო ქ.ჩელიაბინსკის საავადმყოფოში ექიმ- უროლოგად.
1986 წლის ნოემბერში დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ხობის რაიონულ საავადმყოფოში
ექიმ-უროლოგად.
1988-1995 წლამდე მუშაობდა ხობის რაიონული
პოლიკლინიკის გამგედ.
1995-1998 წლამდე მუშაობდა ხობის რაიონის ჯანდაცვის საკოორდინაციო ცენტრის უფროსად.
1998-1999 წლამდე მუშაობდა ქ.ხობის რაიოსავადმყოფოში ექიმ-უროლოგად.
1999 წელს ენდოსკოპიური უროლოგიის ათვისების მიზნით მივლინიბელ იქნა ქ.მოსკოვში.
1999 წლიდან კვირაში 2 დღე მუშაობს ქ.ფოთის
მეზღვაურთა საავადმყოფოში.
2000 წლიდან მუშაობს
ქ.სენაკის საავადმყოფო გაერთიანების უროლოგად.
2019 წლიდან მუშაობს
ქ.ზუგდიდში ექიმ-უროლოგად.
ამჟამად ცხოვრობს
ქ.ხობში და პარალელურად მუშაოვს სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ მუნიციპალუტეტში (ხობი,სენაკი, ფოთი, ზუგდიდი).
1991 წელს დაოჯახდა ნანა ნარსიაზე
(პროფესიით ექიმ-ექოსკოპისტი), ჰყავთ ორი ქალიშვილი სოფიკო და ნინო ბაბილუები.