ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად შუა ხორგაში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება მთავარი წყალშემკრები არხები.
პროექტის განხორციელების შედეგად არხებში წყლის გამტარიანობა გაიზრდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება.