მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

2024 წლის  3 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხობელი ფალავანი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ნუგზარ წურწუმია
🥈მსოფლიოს 2023 წლის ვიცე-ჩემპიონი
🥉 ევროპის 2023 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥈მსოფლიოს 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი
🥈 ევროპის 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი
🥉მსოფლიო 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥉 ევროპის 2022 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥇მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი
🥇 ევროპის 2019 წლის ჩემპიონი U23
🥇 მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი U23
🥇 ევროპის 2018 წლის ჩემპიონი U23
🥉 მსოფლიოს 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥉 ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥉 ევროპის 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
🥇 ევროპის 2016 წლის ჩემპიონი U20
🥉 მსოფლიო 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
🥈 მსოფლიოს 2015 წლის ვიცე-ჩემპიონი U20
🥉 ევროპის 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
🥉 ევროპის 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U17- იყო.

ირაკლი შონიას და ირინე ფილიპიას ვიდეო

ნუგზარ წურწუმია
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ჭაბუკი, რომელმაც პატარა ხობი მთელ მსოფლიოს გააცნო. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ისტორიაში ერთადერთი მოჭიდავე , რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კოლხური უდრეკი სულის ჭეშმარიტი რაინდი, ნამდვილი მეციხოვნე, რომელიც საკუთარი სამშობლოს ღირსებას ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა. ჟინი, შემართება, აღტკინება, სიმამაცე, კიდევ ცოტა ეპითეტია იმისთვის, რასაც მისი თითოეული გამოსვლა საჭიდაო ხალიჩაზე მის მრავალ ათასიან გულშემატკივრებში იწვევდა.
მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს კიდევ მეტი რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მისი მთავარი ოცნება - ოლიმპიური ჩემპიონობა აწ აუხდენელ სურვილად დარჩება, ისევე როგორც ბევრი რამ, რაც მას წინ ელოდა.
ის ჩვენთან იზრდებოდა ❤ თავისი ხობი მთელ მსოფლიოს ერჩია, მიუხედავად მრავალი მოწვევებისა და აღქმული ზღაპრული ჰონორარებისა, სხვაგან არც კი გაუხედავს, სხვანაირად არც შეეძლო, მისი აღმზრდელი მწვრთნელის მამუკა ყორშიას დიდი რიდი და სიყვარული ჰქონდა, ზღვა სიხარულთან ერთად ტკივილიც ბევრი შეხვდა, უდროო წასული ახალგაზრდა დედ-მამის ამ ქვეყნიდან ასე ნაადრევად წასვლა.
არასოდეს დაგემშვიდობებით ჩვენო საყვარელო ნუგზარ, შენი დიადი საქმეები გაგრძელდება მომავალ თაობებში. ისინი შენს მაგალითზე გაიზრდებიან, რომ, ვინძლო, სამშობლო შენებრ ბევრჯერ ასახელონ.
ირაკლი (მამუკა) გეთია


ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის და პრიზიორის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის, ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ახლობლებს, მეგობრებს, მწვრთნელებს და სპორტსმენებს.
ნუგზარი იყო გამორჩეული სპორტსმენი და ღირსეული ადამიანი. მისი გარდაცვალებით ხობის მუნიციპალიტეტს, სპორტულ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დააკლდა ღირსებით შემკული სპორტსმენი, რომელიც კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია


ნუგო, ჩემ სამეზობლოში თითით საჩვენებელი ბავშვი იყო. როგორც ყველა დანარჩენმა ჩვეულებრივი გაჭირვება გამოიარა. მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, ცელოფნის პარკში ჩალაგებული სპორტული ფორმით, ნებისმიერ ამინდში, სავარჯიშო დარბაზამდე კილომეტრებს ფეხით გადიოდა და დარბაზიც კი არ ხვდებოდა სავარჯიშო პირობების მქონე, მაგრამ მწვრთნელების დიდი ამაგით, მთელი სპორტული ჟინით, მიზნამდე მისასვლელი გზიდან არასოდეს გადაუხვევია.
მშობლები, რომელნიც ყველაფერს აკეთებდნენ მისი წარმატებისთვის 1 წლის უკან დაეღუპა. ჯერ დედა, შემდეგ მამა და წლიდან-წლამდე ნაგროვები წარმატებაც მაშინ აირ-დაერია... ჰყავს 1 და... საბოლოოდ, თითქოს ყველა (მეზობლები, მეგობრები თუ სხვა) მასთან იყო და თურმე სრულიად მარტო გრძნობდა თავს მთელი რიგი ყოფითი პრობლემების წინაშე. ალბათ ვეღარ გაუძლო და დაასრულა...
P.S. აუცილებელია მსგავსი ჩემპიონის, პროფესიონალი სპორტსმენის ინტენსიური ფსიქოლოგიური კონტროლი სხვადასხვა პრევენციებისთვის, რაც არც ერთ ფედერაციას არ მიაჩნია აუცილებელ კომპონენტად თავისი წარმატებული და მოქმედი სპორტსმენებისთვის დღემდე. ფსიქოლოგის დახმარების კულტურის დანერგვა უმნიშვნელოვანესია, რადგან კარიერისტი ადამიანის ტვინი, წაგება-მოგების სტრესის გარდა უამრავ სხვა ფონსაც გადის, განსაკუთრებულად მგრძნობიარეა და სწორედ ამას სჭირდება ემოციური მართვა. თვითკონტროლი ყველას არ შეუძლია და არც მოეთხოვება, მაგრამ ნუგოს მსგავსად წარმატებული, მოქმედი სპორტსმენის შემთხვევაში აუცილებელიც კი არის თან მაშინ, როცა პირადი ოჯახური ტრაგედიაა თანდართული კარიერიაში. ვფიქრობ, შეიძლებოდა მისი დახმარება ამ მხრივ, რომ გაუმჯობესებული და შეცვლილიყო ყოველდღიური საარსებო პირადი თუ კარიერული გარემო, რომლის წინაშე გასამკლავებლად მანვე მოძებნა სამწუხარო ,,გამოსავალი".


სამწუხარო რეალობაა, თურმე მეგავარსკვლავებსაც უჭირთ წუთისოფლის ურთულეს სიძნელეებთან ბრძოლა... როგორ მეამაყებოდა და მიხაროდა მისი ნახვა, საოცრად თავმდაბალი, ბრძენკაცივით ტკბილმოსაუბრე, ტკბილსალმიანი ვაჟკაცი! შენდობა ვუბოძოთ მის სულს, შევთხოვოთ უფალს, დაამკვიდროს მისი უკვდავი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!
გოგიტა ჩიტაია


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს, მის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.
ნუგზარ წურწუმიამ მის მიერ განვლილ სახელოვან სპორტულ კარიერაში მრავალჯერ შეძლო ესახელებინა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე და მოეპოვებინა მნიშვნელოვანი გამარჯვებები.

დავიჯერო ნეტავ
აღარ შერცხვა სიკვდილს?
ბედისწერის წამებს
ამაყად რომ გითვლის.

მერე მოვა ჟამი
უსასრულო ფიქრის,
ნეტავ ეხლა სად ხარ
იქნებ სუნთქვა გიჭირს.

მოდი ჩემპიონო
დაგვაჯერე კვლავაც,
შენი გამარჯვება
ვიზეიმოთ ხვალაც.

არ დანებდე არა
მოუყევი უფალს,
უშენობა ბიჭებს
ცოცხლადაც რომ გვღუპავს.

ტატამზეა ბრძოლა
ისევ ნუგო იბრძვის,
რეალობას ვაღრჩობ
აღარ მჯერა ფიცის.

გათენდება ხვალაც
გათენდება ვისთვის,
ალბათ ღმერთი მედლებს
ცრემლებივით გითვლის.

ჩაგიხუტებს დედა
მამა გეტყვის სათქმელს,
დავიწყების შიში
ნუ გექნება ქართველს.

ნ უ გ ზ ა რ  წ უ რ წ უ მ ი ა ს 🇬🇪💖
რა მოხდა მაინც ბოლოს და ბოლოს,
ნუთუ ვარსკვლავნი ასე ქრებიან...
ჩემპიონები თვალს ხუჭავთ მხოლოდ, ჩემპიონები აღარ კვდებიან!
ვერ გაუმკლავდი ტკივილის მორევს,
ტკივილი ზოგჯერ მეტისმეტია,
შენ მხოლოდ სუნთქვა შეწყვიტე, თორემ
სიცოცხლე აღარ შეგიწყვეტია.
დიდების კვარცხლბეგს ასჯერ ხლებული,
რამ გადაგრია ძმაო შენ კიდე?
ზურგზე პლანეტა მოკიდებული,
პლანეტაზედ რომ ჩამოეკიდე...
რამ ჩაგჩურჩულა ასე ქენიო...
სიამაყევ და სუნთქვავ ქართველთა?
რადგან სხვა ქარი უქრის გენიოსს
სხეულისა და სულის სარკმელთან,
ვერ გსაყვედურობ , ხმაც ცრემლში ჩალბა.
იღბალს რომ ასე მწარედ ედავე,
შენ სულ სხვაგვარად უმზერდი ალბათ,
მას რასაც სხვები ვეღარც ხედავენ...
მარადისობით ნაწილო მარად,
კრძალვით გიხრიან მთაო ქედს მთები,
ოლიმპიური ჩირაღდნის დარად,
ჩვენს გონებააში მარად ენთები!
მოიგდე მხრებზე ,,მტერი" მორივით,
ბრძოლის ქარები მკლავს რომ მორთავენ,
კვლავ დაუარე ტატამს ქორივით,
სამყარო ხელში აატორტმანე!
შორს, შორს გაგქონდა ალამი ერის,
რომ დაუვლიდი მთა მთებს მთიდანვე,
ბერძნულ-რომაულ სტილით მორკინალ
შეუპოვარ და უძლევ ტიტანებს...
შენს სახელსა და ამაგს მხნეობა,
თავად აბამდი წყვდიადს მახეში,
სიკვდილი ან ვით მოგერეოდა,
ხობისწყლის ზვირთთა ჰანგზე დაგეშილს.
ცხადში თუ სიზმრად შენ ერთს დაგეძებთ,
ეს სევდა კიდევ ბევრჯერ დაგვათრობს...
მიწაზე ყველა ომ გამოვლილი,
ცაში განაგრძობ სპორტულ მარათონს.
რა მოხდა მაინც ბოლოს და ბოლოს,
ნუთუ ვარსკვლავნი ასე ქრებიან?
ჩემპიონები თვალს ხუჭავთ მხოლოდ,
ჩემპიონები აღარ კვდებიან!
შოთა წურწუმია

არასდროს ყოფილა ნუგოსთვის ცხოვრება იოლი. მხოლოდ კლასელებმა, მასწავლებლებმა, მეზობლებმა, მეგობრებმა ვიცით, რა რთული იყო მისთვის წარმატების კიბეზე ასვლა. ქარში, წვიმაში, თოვლსა და პაპანაქებაში გარბოდა დარბაზისკენ პატარა, სუსტი ბავშვი. იქ იყო მისი სამოთხე, იქ იყო ბედნიერი. ბევრ რამეს ვპატიობდით ამ ერთგულებისა და სიჯიუტის გამო, გაკვეთილის გაცდენასაც, დაგვიანებასაც, უდავალებობასაც, სიცელქესაც.
-ნუგო, იცოდე, მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდები და გამარჯვებული ხელს ასწევ, მე მეკუთვნის ის სალამი-მეთქი, ვეხუმრებოდი .
-,,ქო, ეკა მას, ქო"-იცინოდა კრეჭანა სიცილით. ცელქი, ცელქი, მოუსვენარი, გაჩერებულს ვერ ნახავდით.
მერე მართლა გახდა ჩემპიონი, კვლავაც, ბევრჯერ... შევეჩვიეთ მის წარმატებებს და აღარ გვიკვირდა. გვიხაროდა, რომ სიჯიუტით, მონდომებით, ერთგულებით ნელ-ნელა აიხდინა ყველა ოცნება. ალალი, ალალი, ლუკმის გამყოფი, სიკეთით სავსე, გაჭირვებულის შემცოდე, ხელის გამმართავი-ასეთი ადამიანი ჩვენი იყო ნუგო.
სხვას ჩემპიონად გაახსენდება, მე კი ისევ იმ პატარა, ჭორფლიან ბიჭად, ხან წვიმით გალუმპული, ხან გაოფლილი რომ გარბოდა სავარჯიშოდ და კიდევ... კარგა დაგვიანებით თავს რომ შემოყოფდა კლასში და ისე გაიკრიჭებოდა, გაბრაზებასაც ვერ ვახერხებდი.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან...

„გვაპატიე, თუ რამე შეგვეძლო და ვერ მივხვდით...“

„საკუთარ თავს რატომ არ შემოუძახე, ნუგო...“

„ჩვენი გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ნუგო წავიდა... დიდი სიხარულის მჩუქებელმა, ახლა დიდი ტკივილი დაგვიტოვა...“
 
 „რატომ ნუგო,  როგორი ტკივილი მოგვაყენე, ჩემპიონო,  ყველას ტკივილი ხარ... გასკდა გული...“

„არადა, ოლიმპიურ მედალს იყო შეპირებული... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ნუგო“

„არ მინდა ამ რეალობაში ყოფნა, ჩემპიონო! ვიცოდი, ძლიერი იყავი, მაგრამ თუ ასეთი ძლიერი - არა... მშვიდობით, არა, ნახვამდის. მადლობა, რომ მთელი ცხოვრებით მეამაყები!... რატომ არ აგვირჩიე, ვისაც ასე ძალიან გვიყვარდი?“

„გული ამომგლიჯე!!! შეგრცხვეს სიკვდილო...“

გული მეწვის, თითქოს, გაჩერდა... არ მჯერა, ნუგიტო, ჩემი ძამიკო, რატო გადადგი ეს ნაბიჯი, რით გიშველო, რა გავაკეთო, არ ვიცი, ძმაო... გაოგნებული, გაშეშებული ვზივარ და ვიგონებ ჩვენს ერთად გატარებულ დროებს... რატო ნუგო, ნუთუ ასე უნდა გამეხსენებინა ეს ყველაფერი, ძამიკო...“ - წერენ სოციალურ ქსელში.

https://primetime.ge/news/sazogadoeb/gvapatie-tu-rame-shegvedzlo-da-ver-mivkhvdit-msoflio-chempions-glovoben



“შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა… მარტო დარჩა და...” – რას წერეს მაგდა კლდიაშვილი დაღუპულ ნუგზარ წურწუმიაზე



ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი მსოფლიო ჩემპიონ, ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:

როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ.

ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი.

სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე ომირბენინა.

ჩცდ ში რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა – ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან.

ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი.

მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპრაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე მეთქი, სულ ვეხუმრებოდი.

ტელეფონში აზიზლის ბულკი, ასე მიწერია, სულ მინდოდა მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, აზიზლის ბუკლი ხარ მეთქი.

შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა.

ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ.

არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენტარები. გული გამიტეხე


ელდანიზ აზიზლი: წურწუმია ჩემი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო


„წურწუმია ჩემი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო”,_ ამის შესახებ გამოცემა IDMAN.BIZ-ს აზერბაიჯანელმა ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ელდანიზ აზიზლიმ ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების შესახებ გამოხმაურებისას განუცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო, ხალიჩამ დაგვამეგობრა”,_ ამბობს აზიზლი გამოცემასთან საუბრისას.

“მე და წურწუმია მრავალი წელი ვიყავით მეტოქეები, მაგრამ გარეთ ვმეგობრობდით. ბოლოს 20 დღის წინ შევხვდით. ვისაუბრეთ და ვიხუმრეთ… წელს ცოტა გაუჭირდა ნუგზარს, დედა  გარდაეცვალა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ 7 წლის ასაკში, მისი პატარა ძმა მარტო დარჩა”,_ ამბობს IDMAN.BIZ-სთან საუბრისას აზიზლი.

ცნობისთვის, ნუგზარ წურწუმია,  ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

https://gurianews.com/eldaniz-azizli-tsurtsumia-chemi-qalishvilis-saqhvareli-motchidave-iqho/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1uAxTfryhLZGBN6kQwL-jqOAzYPKcF8Sn7rpLkvSZwyXxG6ffhiHKgLsc_aem_QVTvto2ivkGIF7HSbAWyJw

CORSIER-SUR-VEVEY, Switzerland (July 3) -- Nugzari TSURTSUMIA (GEO), a 2019 world champion, passed away Wednesday at the age of 27 years in his hometown Khobi, Georgia. The young star's death has left United World Wrestling and the entire wrestling community saddened.

The 27-year-old recently competed at the Budapest Ranking Series in June and won a bronze medal in the Greco-Roman 55kg weight class, the same weight he has won two silver and two bronze medals at the World Championships. Apart from the five medals at the World Championships, Tsurtsumia also won four at the European Championships -- a silver and three bronzes.

At the age group level, Tsurtsumia accomplished much. He completed the set of medals at the European Championships, winning bronze at the U17 level, gold and two bronzes at the U20 and two golds at the U23 level.

In the age-group World Championships, Tsurtsumia was the U23 world champion in 2018 and a silver and bronze medalist at the U20 level.

His remarkable achievement came in Nursultan at the 2019 World Championships when he rocked the field to become the world champion. He outscored his opponents 34-3 in four bouts to win the gold, Georgia's first at the World Championships in 12 years.

United World Wrestling, Georgian Wrestling Federation and the wrestling community mourns the death of an incredible talent. Their thoughts are with the Tsurtsumia family in their time of grief.

https://uww.org

მძიმე დღეა დღეს ჩვენთვის... დიდი მწუხარება სუფევს ჩვენს გარშემო და ამ მწუხარების მიზეზი ჩვენი ნუგოა, ჩვენი ჩემპიონი, რომლის მოტანილმა გამარჯვებებმა სხვა სიამაყე შეგვძინა ჩვენ- ხობელებს...2014 წლიდან დღემდე არ ყოფილა არცერთი შეჯიბრი თუ პირველობა, პრიზებითა და ჯილდოებით რომ არ დაბრუნებულიყო და ჩვენ არ გავეხარებინეთ. ხობიც ხვდებოდა თავის ჩემპიონს სიხარულითა და პატივისცემით...

ნუგომ უამრავი ორთაბრძოლა მოიგო, ძნელად ეცემოდა, სიამაყით ვწევდით თავს მისი გამარჯვებებით მოხიბლულები,   მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ,  მთავართან- ცხოვრებასთან ბრძოლაში დამარცხდა! საბრძოლო მოედნიდან წავიდა ჩვენი ჩემპიონი და დაგვტოვა მოულოდნელი ტკივილით გაწბილებულები...გუშინ თუ გუშინწინ მის დასახვედრად საზეიმო დახვედრებს ვაწყობდით და დღეს კი ხობი და საქართველო  ამქვეყნიდან მისი ნაადრევი წასვლის ცერემონიალისთვის ემზადება....

 გვენანები ნუგო...ენანები უამრავ შენს პატარა თუ დიდ მეგობარს, ნაცნობს თუ უცნობს... არ გვემეტება შენთვის ასეთი დასასრული და მჯერა არც დასრულდება შენს სახელთან დაკავშირებული ამბები... შენი ხსოვნა არ დაიკარგება და შენს  ღვაწლს სხვა საქმეში გავაცოცხლებთ...შენი სიცოცხლე სხვა სახეს მიიღებს და მარადისობიდან დაუბრუნდები შენს საყვარელ ადამიანებს... ღვაწლმოსილები არ კვდებიან!

ნანა ბუკია

უმძიმესი დღეა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოსთვის, რადგან ვემშვიდობებით გამორჩეულ, ღირსებით შემკულ პიროვნებას, უბადლო სპორტსმენს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულსა და პრიზიორს, სიცოცხლით აღსავსე ვაჟკაცსა და თავის მშობლიურ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ, სამაგალითო ახალგაზრდას - ნუგზარ წურწუმიას. 


ჩვენს რიგებს, ასე ნაადრევად დააკლდა დიდი მოჭიდავე, რომელმაც მიუხედავად თავისი ხანმოკლე ცხოვრებისა, შეძლო და შორს გაუთქვა სახელი როგორც ჩვენს ქალაქს, ისე სრულიად საქართველოს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთხელ ააჟღერებდა ჩვენს სახელმწიფო ჰიმნს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენც, მისი უდიდესი ქომაგები, არაერთხელ ვიამაყებდით ახალი გამარჯვებებით. 

მადლობა, ნუგზარ, ქართული სპორტისა და შენი მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის! 

გემშვიდობებით, ვგლოვობთ, მაგრამ ზუსტად ვიცით - შენს ამაგს, მშობლიური ხობი არასდროს დაივიწყებს!

დავით ბუკია ხობის მუნიციპალიტეტის მერი

































წახვედი…!

უკვდავთა ჩაები კამარას,

მადლობას გიხდით და ნუ გვეტყვი “არაფრის”,

დაგვტოვე სევდის და დარდების ამარა,

თუმცაღა , შენს ჰიმნად არცერთი არა ღირს.

წახვედი …!

ისევ იმ კოლხური სიშლეგით,

და აწი ლეგენდებს ვუამბობთ პატარებს ,

სამშობლო მოგიხდის მადლობას ყოველთვის,

მაგ მხრებით დროშა, რომ ამაყად ატარე.

ქართულად გტკიოდა , გიყვარდა , სისხლს ღვრიდი ,

ასეთი ქართველის არ ყოფნა გვაწუხებს ,

იქნება ერთხელაც შეხვიდე ლეიბზე ,

იქნება დაუძვრე სიკვდილის მარწუხებს…!

მურცხვალაძე გიორგი