ქალაქ ხობში დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელის, ენუქი თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
მემორიალურ ტურნირში საბურთალოს „საირმე“, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და უკრაინელი ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველობის გამარჯვებული ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალი ხიბულის სკოლის გუნდმა დაიკავა; ხოლო მესამე ადგილი ჭალადიდის სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
საფეხბურთო ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ენუქი თევზაძემ ფეხბურთის თამაში მწვრთნელ მ. ხურციას ხელმძღვანელობით დაიწყო. 17 წლის ასაკში საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ხობის “კოლხეთში” ჩაირიცხა. ის წლების განმავლობაში თამაშობდა ხობის „კოლხეთის“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში. ენუქი თევზაძე 2012 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.