ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების აღსაზრდელებს საჩუქრად წიგნები გადასცა. ქალაქ ხობის N1 და N2 ბაღში მერმა დავით ბუკიამ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
,,ჩვენ სკოლაში მივდივართ” - ამ სლოგანით მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მომავალი პირველკლასელების ღონისძიებების მთავარი თემა დედაენა და საბავშვო ბაღთან გამომშვიდობება იყო.
პატარები ოთხი წლის მანძილზე საბავშვო ბაგა-ბაღში მიღებული ცოდნით, სახალისო ნომრებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ სტუმრების წინაშე.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ეკა ხასია ესწრებოდნენ.