🔷ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს.
🔷ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
🔷პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 165 720 ლარს შეადგენს.
🔷პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გზები და მიწის ნაკვეთები არ ჩამოირეცხება.
🔷საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705000 ლარი გამოუყო.