ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 93810 ლარს შეადგენს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთავრობის მიერ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705000 ლარი გამოუყო.