ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია სლოვაკეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ და პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს. ბრატისლავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და ექვსი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებს „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების“ მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ.