მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

 

✅ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

👥ძველ ხიბულასა და საჯიჯაოში ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

📍 საჯიჯაო

მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება, ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია.

📍 ძველი ხიბულა

მიმდინარეობს მილხიდის, ხიდბოგირის და ორი ხიდის რეაბილიტაცია

🔹ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 272276 ლარს შეადგენს. 

🔹საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705000 ლარი გამოუყო.