ხობში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

 

ქალაქ ხობში ბავშვთა საერთაშორისო დღე კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

კულტურის სასახლის ფოიეში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო. სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით სპორტული შეჯიბრებები და საპნის ბუშტების შოუ გაიმართა, ხოლო ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებულმა გმირებმა იზრუნეს.

კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში თოჯინების სპექტაკლი ,,ტყის ბინადარი’’,  ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და ,,რეზო და ბავშვების’’ კონცერტები  გაიმართა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.